22 თებერვალს სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2875 აბონენტს  ქ.ზუგდიდში მარჯვენა სანაპიროს, შარტავას, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე,  სოფლებში ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი, რუხი  და მიმდებარე სოფლებში.  11:00-13:00 საათამდე 1567 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, ხამისკური და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ –  12:00-14:00 საათამდე 35 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღაში.

სენაკი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 1053 აბონენტს ქ.სენაკში ქუთაისის, არჩაიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნოსირი, უშაფათი, ეკის ნაწილში და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 10:30-18:00 საათამდე 1286 აბონენტს სოფლებში ტალერი,  კურზუ, დღვანა და მიმდებარე სოფლებში.12:00-15:00 საათამდე მონაკვეთში 155 აბონენტს სოფლებში ინჩხური, გაჭედილი, ვედიდკარი, მუხურჩაში.

წალენჯიხა –   11:00-18:00 საათამდე 510 აბონენტს  სოფლებში ფახულანი, ლია, ტყაია. ქ.წალენჯიხაში სტალინის ქუჩაზე (1 აბონენტი).

კომპანიის ინფორმაციითვე, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი