23 მარტს „ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

23 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი -11:00-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 4568 აბონენტს ქ.ზუგდიდში სანქტ-პეტერბურგის, ცოტნე დადიანის, რუსთაველის,კოსტავას, მარჯვენა სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი – 11:00-16:00 საათამდე 1642 აბონენტს ქ.ფოთში ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, ზამბახიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა – 09:35-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 727 აბონენტს სოფლებში ლია, ტყაია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში თვალთვაძის, მშვიდობის, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი -09:35-18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 564 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, დოშაყე, ლეხაინდრაო, ნამიკოლაო და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1912 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კონსტანტინე გამსახურდიას, არახამიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაკიანი,  ლეწურწუმე, ხაბუმე, ნაფიჩხოვო და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის სოფელ კურზუში.

აბაშა – 12:00-17:00საათამდე 23 აბონენტს სოფლებში ნორიო, განკარში.

სენაკი – 10:30-18:30 საათამდე შუალედში 1095 აბონენტს სოფლებში ზანა, უშაფათი, ფოცხო და მიმდებარე სოფელბში, ქ.სენაკში ჭავჭავაძის, ქიაჩელის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

ასევე,    სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ენგურჰესის ტესტირების  მიზნით   ელექტროენერგიის მიწოდება 01:00 დან  04:00 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდებათ:

ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს რაიონებს მთლიანად, ხობის რაიონში 3336 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხეთა, საჯიჯაო, ხამისკური და მიმდებარე სოფლებში.

სენაკის რაიონში 1643 აბონენტს  სოფლებში ზანა, ფოცხო, უშაფათი, ლეძაძამე და მიმდებარე სოფლებში.

მესტიის რაიონში 104 აბონენტს  სოფლებში ხაიში, დიზი, საგერგილა, ეცერი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი