გიგა ოთხოზორიას ოჯახი არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

გიგა ოთხოზორიას ოჯახი, ოკუპირებულ სამაჩაბლოში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მივიდა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. პანაშვიდზე გიგა ოთხოზორიას დედა, მამა, მეუღლე და ორივე შვილი იმყოფებოდა.

ოკუპირებული ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გუშინ, 20 მარტს გადასცეს. ოჯახი 26 დღე ელოდებოდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დე ფაქტო ხელისუფლებისგან გადაცემას. ტატუნაშვილი თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში მოკლეს.

გიგა ოთხოზორიაც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია, ის 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი