„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
24 მარტს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ჩხოროწყუ – 08:00-18:00 საათამდე 1053 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ნაფიჩხოვო, ჭოღა და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის სოფელ კურზუში.
მარტვილი – 14:00-15:00 საათამდე 1332 აბონენტს ქ.მარტვილში 9 აპრილის, გამსახურდიას, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ქვაითი,საელიავო, ბომბოთში.
25 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ჩხოროწყუ – 09:00-18:00 საათამდე 1053 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ნაფიჩხოვო, ჭოღა და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის სოფელ კურზუში.
ზუგდიდი – 01:00-04:00საათამდე 9349 აბონენტს სოფლებში დარჩელი, კახათი, ინგირი, შამგონა, ახალი აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, ხორავას და მიმდებარე ქუჩებზე.
26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 08:00-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1829 აბონენტს ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას, ბარამიას, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელებში ჭითაწყარი, ჩხორია, ტყაია, კახათი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 183 აბონენტს სოფლებში ნორიო, სუჯუნაში, ასევე ქ.აბაშაში რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე.
მარტვილი – 08:0018:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1451 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ბანძა, თამაკონი, დ/ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 08:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1320 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე . ხაბუმე, ნაფიჩხოვო, ჭოღა და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის სოფელ კურზუში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1611 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კვარაცხელიას, სალიას, ფიფიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ მიქავაში.
ხობი-11:00-18:00 საათამდე 780 აბონენტს სოფლებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.