ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. გადაწყვეტილება 22 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულ საკითხს საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

დარბაზის შესასვლელთან დამონტაჟდება მემორიალური დაფაც, რომელიც საზეიმოდ, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 31 მარტს გაიხსნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი