24 იანვარს სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

24 იანვარს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ინფორმაციით, 11:30-15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1280 აბონენტს წალენჯიხაში შეროზიას, 26 მაისის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ნაკიფუ, ულურია, ნაცატუ, ობუჯი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 10:00-18:30 საათამდე 2723 აბონენტს ზუგდიდში წულუკიძის, ლეონიძის, ოდიშის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში რუხი, რიყე და მიმდებარედ,.

10:30-16:30 საათამდე 199 აბონენტს ფოთში კონსტიტუციის, მოწერელიას, ინგოროყვას და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-17:00 საათამდე კი 1464 აბონენტს მარტვილის რაიონის სოფლებში თამაკონი, გურძემი, ნახუნაო და მიმდებარე სოფლებში.

11:45-18:00 საათამდე 2567 აბონენტს ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში ჭოღა, თაია, ზუმი, მუხური და მიმდებარე სოფლებში.

12:00-15:00 საათამდე 182 აბონენტს აბაშაში ცანავას, ფრანგიშვილის, ნორიოს და მიმდებარე ქუჩებზე.

12:20-დან 18:30 საათამდე 2695 აბონენტს ზუგდიდში გამსახურდიას, ჩიქავას, ქირიას, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი