გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
29 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 4057 აბონენტს სოფლებში ოდიში, ცაიში, ყულიშკარი, ნარაზენი, ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლებში. ქ.ზუგდიდში წერეთლის IV შესახვევი, აღმაშენებლის, ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლის ქუჩებზე.
ხობი. 11:00-18:00 საათამდე 1644 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ძველი ხიბულა, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი. 10:30-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1404 აბონენტს სოფლებში ინჩხური, გაჭედილი , ლეხაინდრაო და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 43 აბონენტს სოფელ ტყვირში.
ფოთი. 11:00-18:00 საათამდე 125 აბონენტს იმერეთის, 8 მარტის, კოსტავას ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.