30 აგვისტოს სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 აგვისტოს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ხობი. 14:00დან 17:00 საათამდე 177 აბონენტს სოფლებში შუა ხორგა, გაღმა შუა ხორგაში.

მარტვილი.11:00 დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1852 აბონენტს სოფლებში ინჩხური, გაჭედილი , ლეხაინდრაო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 11:00დან 15:00 საათამდე 40 აბონენტს სოფელ ტყვირის და მარანის ნაწილში.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ
რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი