29 მაისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში  ჩხორია, ზედაეწერი, ტყაია, რუხი, ინგირი, ლია და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში სოხუმის, ჩიქოვანის, ვეკუას, რუსთაველის, სხულუხიას, სააკაძისა და მიმდებარექუჩებზე. 10:30დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში  ახ.აბასთუმანი, აბასთუმანი, ქ.ზუგდიდშიმოსაშვილის, მირცხულავას, აღმაშენებლის, მ.ჯავახიშვილის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, ვექტორის ჩასახლებას. 16:00დან 18:30საათამდე-აბონენტებს სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ორსანტია, რუხი, ორულუ და მიმდებარე სოფლებს.

ფოთი. 10:40დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  – აბონენტებს 9 აპრილის ხეივანს, ილიას, გაბუნიას, რეკვავას, მიქაბერიძის, აღმაშენებლის, ვაჩნაძის, ტაბიძის, თამარ მეფისა დამიმდებარე ქუჩებზე. 10:45დან 16:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  – აბონენტებს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, მელიქიშვილის, ასათიანის, დიდგორის, მშვიდობის, გურიის, ქორქიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 14:30საათამდე – აბონენტებს აღმაშენებლის, თავდადებულის, დანელიას, კლდიაშვილის, ბერდიანსკის, მამუკაკაცაძისა და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი. 11:00დან  18:00საათამდე – აბონენტებს ქ.სენაკში რუსთაველის, ქუთაისის, ცერცვაძის, ჭავჭავაძის, აკაკი ელიავას, ცენტრალურ ბაზარს, გორგასალისა და მიმდებარე ქუჩებზე.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი