გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, აბასთუმანსა და რიყეს.
სენაკში – 10:20-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მენჯს,ძველ სენაკს, ნოსირს, ეკს, ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს. ქ.სენაკში ქუჩებს: მშვიდობის, ლეონიძის, კოსტავას, ხორავასადა მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 20:20-დან 20:50 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ობუჯს, ზღვაიას, ნაკიფუსა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ზემო ქვალონს, ნოჯიხევს, ყულევს, ქარიატასა და მიმდებარე სოფლებს.
აბაშაში – 12:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ძიგურს, ზანათს, წყემსა და ნორიოს.
ჩხოროწყუში – 14:45-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაფიჩხოვოს, ჭოღას, ხაბუმესა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგებააღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

