31 მაისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
შეზღუდვები ეხება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ფოთი. 12:00-17:00 საათამდე 992 აბონენტს ნინოშვილის, აკაკის, წმ.გიორგის, კაკულიას, ფაზისის და მიმდებარე ქუჩებზე.
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 2337 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, კახათი, ცაიში, ცაცხვი,კოლხიდა, ჭითაწყარი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში თავისუფლების, ლაზის, ჭყონდიდელის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი. 11:15-17:00 საათამდე 1325 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, ყულევი, ქარიატა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.