4 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ენერეგომომარაგება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 4 იანვარს,  სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ენერგომომარაგება შეეზღუდება:

ზუგდიდი –  10:30-18:30 საათამდე 601 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ურთა, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-18:30 საათამდე 606 აბონენტს ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, რუსთაველის ქუჩებზე, ასევე სოფელში ახალი აბასთუმანი. 12:00-13:00 საათამდე 1095 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში , ჩხორია, ტყაია.

აბაშა – 11:30-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში.

წალენჯიხა – 13:15-18:00 საათამდე 1231 აბონენტს ქ.წალენჯიხა ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე  სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში,  ზუგდიდის სოფლებში კორცხელი, ნაცატუ. 12:00-13:00 საათამდე 1121 აბონენტს სოფლებში ლია და ფახულანში.

როგორც კომპანაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი