4 მარტს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.

ზუგდიდში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ინგირს,შამგონას,კახათს,ოდიშსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: ბერაიას,ანთელავას,სააკაძის,თამარ მეფის,ჯანაშიას,კოსტავას,თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს.


სენაკში – 11:00-დან 13:00 საათამდე ქუჩებს: ცერცვაძის,ხუბულავასა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფელ თეკლათსა და სამხედრო დასახლების ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი