4 ოქტომბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„ენერგო პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 4 ოქტომბერს, ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს. შეზღუდვები ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი  – 10:00-18:30 საათამდე 2280 აბონენტს სოფლებში ცაიში,  ყულიშკარი მესხიების უბანი, ოდიში ქოჩუების უბანი, რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში. 10:30 დან 18:00 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდნეძი, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ხობში თორსა-დღვაბაში.

წალენჯიხა –  11:00-18:00 საათამდე 1138 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, სარიას, მიქავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჩქვალერი, საჩინო, მედანი , დაბა ჯვარში.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 885 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ნოღა და მიმდებარე სოფლებში. 14:30 დან 18:30 საათამდე 789 აბონენტს სალხნო, დ/ჭყონში.

ფოთი – 11:00-13:00 საათამდე 903 აბონენტს ჭავჭავაძის, სააკაძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-16:00 საათამდე მორიგეობით 590 აბონენტს ჭავჭავაძის, მ.კაცაძის, გორგასლის, ილიას  და მიმდებარე ქუჩებზე. 16:15დან 18:00 საათამდე მორიგეობით 719 აბონენტს გამსახურდიას, რუსთაველის რკალი, სევასტოპოლის, არსენას და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 13:00- 16:00 საათამდე 161 აბონენტს სოფლებში სამიქაო, მაიდანში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი