ზუგდიდში “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა

ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა.

საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი