4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკები გაათავისუფლეს, მათმა უფროსმა კი თანამდებობა დატოვა

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაავშირებით,  სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა  თანამდებობა დატოვა, 4 სოციალური მუშაკი კი გაათავისუფლეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგები მედიას გააცნო. თამარ ბარკალაიას განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი.

4 წლის გოგონა, თბილისში, კერძოდ,  სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გასულ კვირას იპოვეს. დაკავებულია ბავშვის დედა. საგამოძიებო უწყება დაკავებულს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი