5 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

5 აპრილს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 249 აბონენტს სოფლებში ოდიში, ჭკადუაში, ჩხოუშია, ნაწულუკუ. 12:25-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1163 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, ნარაზენი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე, ხობის რაიონის სოფელ თორსა-დღვაბაში.

აბაშა – 11:00-18:00 საათამდე 695 აბონენტს აბაშაში აკაკის, ნინოშვილის, ჭალის მასივი,  დ.კაჭარავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელებში კვათანა, ნოღოხაში.

ჩხოროწყუ – 11:10-18:00 საათამდე  2767 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ზუმი, მუხური, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ და მიმდებარე სოფლებში, ასევე ქ.ჩხოროწყუში მშვიდობის, ზუგდიდის, ქებურიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი – 11:15-16:00 საათამდე 278 აბონენტს ბარათაშვილის, გურამიშვილის, კონსტიტუციის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.  11:15 დან 12:15 საათამდე 85 აბონენტს ზვიად გამსახურდიას, გურიის, ბოდრელის ქუჩებზე.

მარტვილი – 11:40-18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 803 აბონენტს ნახურცილაო, ნალეფსაო,  ბალდა , ხუნწი, ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი