სამეგრელოს რეგიონში, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3340 აბონენტს სოფლებში კახათი, ჭკადუაში, ნარაზენი, ანაკლია, განმუხური, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში.
ჩოროწყუ.11:00-18:00 საათამდე 94 აბონენტს ჩხოროწყუში ფირცხელევას, ლესელიძის, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩებზე, სოფელი გარახა.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 571 აბონენტს სოფლებში ფახულანი,ლია, ტყაია, ნაკიფუ.
აბაშა. 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში 1731 აბონენტს სოფლებში ეწერი, მაიდანი, სეფიეთი, გეზათი და მიმდებარე სოფლებში, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, მასივი „კოდორე“.
მარტვილი. 11:45-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1098 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ხუნწი, ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 11:35-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 318 აბონენტს მალთაყვის დასახლება, ჩიტაძის, კონსტიტუციის, მოწერელიას და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი. 12:30-18:30 საათამდე 437 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, ზანა.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.