პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქმნება, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პარლამენტის კომისიის შემადგენლობაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. უმცირესობას ეყოლება 9 წევრი და უმცირესობის წარმომადგენელი იქნება კომისიის თავმჯდომარე. კომისიაში წევრი და თავისი კვოტა ექნება ასევე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“. ჩვენი მიზანია, რომ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს ნათელი მოეფინოს და ყველა დეტალი გახდეს გაცხადებული. იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, ვინც კომისიაში იქნება, სწორედ ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად მიაღწევს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი