გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ანაკლიას, განმუხურს, რუხს, აბასთუმანსა და მიმდებარე სოფლებს.
სენაკში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მენჯს, ნოსირსა და თეკლათს.
ფოთში – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გორგასლის, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუში – 09:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეწურწუმეს, კირცხს, ზუმს, მუხურსა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ სალხინოს.
აბონენტთა ენერგომომარაგებააღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

