“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 7 მარტს, სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი -10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2782 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, ყუფუნიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ყულიშკარი, რუხი, ზედაეწერი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 11:00-16:00 საათამდე 135 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, ზემო ჭალადიდი, სირიაჩკონი, თეკლათში.
მარტვილი – 11:15-18:00 საათამდე 520 აბონენტს სოფლებში ვედიდკარი, კურზუ, დღვანა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 927 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ჭურღულიას, კვარაცხელიას, სალიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში საჩინო, ჯვარი, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 15:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1006 აბონენტს ქ.ფოთში ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, სევასტოპოლის, გიგო დიდიას, რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი – 11:00-18:30 საათამდე 342 აბონენტს სოფლებში ხამისკური, თორსაში. 11:00-16:00 საათამდე 858 აბონენტს სოფლებში ქვემო და შუა ქვალონი, ქვალონი, ნოჯიხევში.
კომპანიის ინფორმაციითვე, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.