ანაკლიაში პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდება

დღეს, 14 საათზე ანაკლიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომას კომიტეტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.

გთავაზობთ დღევანდელი სხოდმი დღის წესრიგს, სადაც ორი კანონპროექტის პირველი მოსმენა მოხდება.

დღის წესრიგი:

1. 1 საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების დანიშვნა საკრებულოში) (07-3/127; 22.02.2018) (I მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები აპარატიდან: მ. გოგებაშვილი, თ. კალანდარიშვილი)
მომხსენებლები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა. (საქართველოს პარლამენტის წევრები)

1.2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. (პარკირება) (07-3/126; 22.02.2018) (I მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი-იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები აპარატიდან: რ. ხიზანიშვილი, ხ. ხვიჩია)
მომხსენებლები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა, ირაკლი მეზურნიშვილი(საქართველოს პარლამენტის წევრები)

2. მიმოხილვითი ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის -„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“: სამართლებრივი ხასიათის საჭიროებები და გამოწვევები, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები;
მომხსენებლები: მერაბ ქვარაია – (საქართველოს პარლამენტის წევრი)
მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები

3. ინფორმაცია რეგიონში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ

მომხსენებლები: კახაბერ გულედანი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ როსებაშვილი – სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მინდია ღლონტი-სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსი
4. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და პრობლემები

მომხსენებლები: ლევან შონია – რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ნუგზარ გაბელია – ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი

კომენტარები

დატოვე კომენტარი