8 დეკემბერს, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგების მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 13:00-14:00 საათამდე 638 აბონენტს სოფლებში ახალკახათი, ოქტომბერი.
10:00-18:30 საათამდე დაახლოებით 5328 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ცაიში, რუხი, ინგირი, ჯიხაშკარი და მიმდებარე სოფლებში. 10:30-18:30 საათამდე 2027 აბონენტს ქ.ზუგდიდში ალ.ჭავჭავაძის, მანქანათმშენებლის, სოხუმის, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ორსანტია, კოკი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 09:00-18:00 საათამდე 56 აბონენტს დაბა ჯვარში წერეთლის, ხუბუტიას, საჯაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელი ფახულანი. 11:00-18:00 საათამდე 625 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სარიას, ლევან II დადიანის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ლია, ტყაია და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 10:40-17:30 საათამდე 151 აბონენტს სოფელ ლესიჭინეში.
ფოთი – 10:00-15:00 სათამდე 200 აბონენტს ქ. ფოთში კლდიაშვილის, პაიჭაძის, მიქაბერიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 192 აბონენტს ზ.გამსახურდიას, ჭყონდიდელის, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-18:00 საათამდე 271 აბონენტს ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 12:00-14:00 საათამდე 8714 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, რუსთაველის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მარანი, სუჯუნა, ძველი აბაშა, სამიქაო და მიმდებარე სოფლებში. 12:00-16:00 საათამდე 130 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის IV შესახვევი, ჯორჯიკიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელი ქოლობანი.
მარტვილი – 12:00-17:00 საათამდე 255 აბონენტს სოფლებში კურზუ, დღვანა, დობერაზენი, ტალერი.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.