29 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორულუს, დღვაბას, კახათს, ოდიშსა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 12:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელსა და თეკლათს.

მარტვილში – 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გამსახურდიას, 9 აპრილის, წერეთლის, თბილისისა და მიმდებარე ქუჩებს.

მესტიაში – 10:10-დან 19:05 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბარჯაშს, ხაიშს, ლახამს, ჭუბერსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგებააღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი