“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 3118 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალსოფელი, ცაიში, ორსანტია, კორცხელი, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში.
ხობი– 11:00-18:00 საათამდე 1372 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში საჯიჯაო, თორსა, ხეთა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე 571 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, ინჩხური, ქვაითი, საელიაო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.