გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

გამოტანილი განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა.

სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და საბოლოოდ 3 წლით პატიმრობა დარჩა. სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი