8 ივნისიდან საქართველოში რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობას აღადგენენ ის სასტუმროებიც, რომელთაც გავლილი ექნებათ შემოწმება და შესაბამისი ნებართვა ექნებათ.
„8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, კონკრეტულად მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მანამდე, პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება.