8 სექტემბერს ზუგდიდში ელისო ბოლქვაძე დაუკრავს

8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში ცნობილი ქართველი პიანისტი, და “იუნესკოს” მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით კონცერტს გამართავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიება დევიზით “მუსიკა აერთიანებს” აფხაზეთის თემას და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას ეძღვნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი