9 არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის საკრებულოებს მიმართავს

სამეგრელოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომებზე თითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი მუნიციპალიტეტის შერწყმის გადაწყვეტილებას ნუ მიიღებენ, მანამდე კი მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიარონ.

არასამთავრობოების აზრით, ქალაქის და მუნიციპალიტეტის შერწყმა ცენტრლიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია ხელისუფლების ამ გეგმების განხორციელების.

დღესვე მესამე სექტორმა მოუწოდა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა და ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდა, გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები და მხარი არ დაუჭირონ მოსალოდნელ გადაწყვეტილებებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი