9 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოში აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებითშეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.  

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

მარტვილი.  9 მარტს 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ონოღია, ნაგებერაო, ბანძა, ნახაჯაო, ვედიდკარი.

ზუგდიდი. 11 მარტს 10:00დან  18:30საათამდემონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, თორსა, ყულიშკარი, ჭკადუაში, კორცხელი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 16:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში რუსთაველის, კედიას, სანქტ-პეტერბურგის, კოლხიდის, აღმაშენებლის, დადიანის, გამსახურდიას, შარტავას, კოსტავას, მარჯვენა სანაპიროს, რ.თაბუკაშვილის, მ.ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. 13:00დან 14:00საათამდე ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, ცაბაძის, გამარჯვების, გორის, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი.  11 მარტს 10:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში აბედათი, ნახუნაო,  სალხინო, კიწია, გურძემი, ჭყონიდა მიმდებარე სოფლებს, ქ.მარტვილში ბაძაღუას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 11 მარტს 10:30დან 17:00საათამდე მონაკვეთში , მონაცვლეობით აბონენტებს აკაკის, ამირანაშვილის, ნინოშვილის, წმ.გიორგის,მაკალათიას, კოლხეთის, ინგოროყვას, გამსახურდიას, ათონელის, მშვიდობის, გურიისა და მიმდებარე ქუჩებს, მალთაყვის დასახლებას, კუნძულ კოლუმბარს, რუსთაველის რკალს. 14:00დან 16:30საათამდე ბარათაშვილის, კონსტიტუციის, ჩიტაძის, ქორქიას, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობი. 11 მარტს 10:00დან  18:30საათამდე აბონენტებს  სოფლებში ხამისკური, თორსა-დღვაბა.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი