გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ნარაზენს,დარჩელს,კოლხიდას,ანაკლიას,ორულუს,ლიას,კორცხელსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: კოსტავას,კლიდიაშვილის,ჟვანიას,პუშკინის,დ.აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ფახულანს,ზღვაიას,საჩინოს,ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე კალანდიას ქუჩის ნაწილს.
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: გაჭედილს,თამაკონს,კიწიას,კურზუს,სალხინოს,ნოღას,მუხურჩასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.