გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 08:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, ანაკლიას, დავითიანს, განმუხურსადა მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: ჭავჭავაძის, ჩიქოვანის, სოხუმის, დარასელისა და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშს, თეკლათს, ნოსირს, მენჯსა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კოსტავას, რუსთაველის, 8 მარტის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბაშაში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანსა და ტყვირს.
მარტვილში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აბედათს, სალხინოს, სერგიეთს, თამაკონსა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხამისქურს, ხეთასა და თორსას.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

