პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის და მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

როგორც აბაშიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს”.

“დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მოუწია რამდენიმე თანამდებობის პირთან მუშაობა და მეც მქონდა პატივი, ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი მასთან ერთად; მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის ის პირი, ის პრემიერი, რომელთანაც კომფორტული იყო მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამისთვის. დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვნახეთ – გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც პრემიერის გადადგომას ფაქტიურად მისცა შეფასება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს პრემიერი არც ყოფილა საერთოდ და შეაფასა ისე, რომ პრემიერები მიდიან-მოდიან, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და პრემიერი მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო შეფასება“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი