ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6  გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუოხან თამაზაშვილმა, დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 7 წლის გოგონა 3 წლის თაიას დაა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს ასევე, გადარჩენილი მცირეწლოვანის დედაც.

მინისტრის თქმით, დაშავებული ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

„ასევე სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წვერებს მივუსამძიმრო. ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვისა.

გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კრიმინალისტების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და ასევე სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის საშუალებებსაც“, – განაცხადა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი