ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში დაიწყო

დღეს ზემო სვანეთში სტარტი აიღო მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირმა ჭიდაობა-ძიუდოში.

შეჯიბრში 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

მესტიის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ შეჯიბრებაზე მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ საგარეჯოს, დმანისის, მარნეულის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მესტიის და სამაჩაბლოს ნაკრები გუნდები.

ღონისძიებას ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტული ცენტრი მასპინძლობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი