პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

