პრემიერი: “ანაკლიის პორტის მშენებლობა რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ პრემიერმა ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“რას ნიშნავს ძლიერი საქართველო და ევროპული ყაიდის საქართველო? ეს ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და რეგიონებს, ნიშნავს იმას, რომ ყველა კუთხე იყოს განვითარებული, შევძლოთ ჩვენი რეგიონების უპირატესობის მაქსიმალური გამოყენება. ამმხრივ სამეგრელო არის უნიკალური კუთხე ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ჩვენ საციცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანსოპრტო პოტენციალი. ამის შემდეგ, ორივე – ანაკლიის და ფოთის პორტები უზრუნველყოფს იმას, რომ უნიკალური სამრეწველო პოტენციალი გვექნება”, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერი დღეს ზუგდიდში ახალგაზრდებსაც შეხვდა და რეგიონში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზეც ისაუბრა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი