მამუკა ბახტაძე ფაროსანას პრობლემაზე: “წელს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია”

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოლის მეურნეობის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ამ კონტექსტში პრემიერმა აზიური ფაროსანას მიერ გასულ წელს მოსავალზე მიყენებულ ზარალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი წელი ამ მიმართულებით გარდამტეხი იქნება.

“რა თქმა უნდა, უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს სამეგრელოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვიტანა ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით სამეგრელოში. წელს, იცით, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია და იმედია, წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ”, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი