29 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

29 ივნისს, ქსელის გეგმიური  სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1160 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში. ქ.ზუგდიდში რუსთაველის, კოსტავას, კედიას, ზვიად გამსახურდიას, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებზე.  01:00-07:00 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ანაკლია, აკვა-პარკი,  განმუხური, დარჩელი, კიროვი, ორულუ და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 06:00-10:00 საათამდე 5595 აბონენტს  ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის, ილიას, თამარ მეფის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ძველი აბაშა, სამიქაო, სეფიეთი, გეზათი, ნორიო, კაპანა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 692 აბონენტს  სოფლებში სუჯუნა, ეწერი, ზანათში.

წალენჯიხა.  10:00-12:00 საათამდე 1127 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, სტალინის, ლევან II დადიანის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-17:00 საათამდე 72 აბონენტს სოფელ მიქავაში.

მარტვილი. 10:30-18:00 საათამდე  172 აბონენტს სოფელი ნაგვაზაო.

ჩხოროწყუ. 11:00-18:00 საათამდე  163 აბონენტს სოფელ ლესიჭინეში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი