საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მან ლიეტუვას რეზოლუციისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მეგობრისა და მხარდამჭერის, ლიეტუვას სეიმის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. რეზოლუცია ლიეტუვას სეიმმა 28 ივნისს ერთხმად მიიღო. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიეტუვას სეიმს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
ლიეტუვას სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღო.