ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს.

სულ ზაფხულის განმავლობაში 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს. („მომავლის ბანაკი“ შაორში, „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში, „სპორტული ბანაკი“ დაბა ბაკურიანში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში, რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“)

პროექტი, მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით – კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.

პროექტში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა, უშუალო განმახორციელებელი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი