ზუგდიდში “თბილისის ბიგ-ბენდის” და “ქართული ხმების” კონცერტი ჩატარდება
13 ივლისს, 19:00 საათზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ქართული ხმების და თბილისის მერიის ბიგ ბენდის ერთობლივი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ის “Chek in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.
დღეს, ზუგდიდში გუბერნატორის ადმინისტრაციის და მერიის თანამშრომლებმა და კონცერტის პოსტერები გააკრეს.
ზუგდიდის შემდეგ კონცერტი 15 ივლისს მესტიაში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.