საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი გადადგა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი თამაზ უბილავა თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს თავად უბილავამ დაუდასტურა.

მისი განმარტებით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე კი არ საუბრობს.

მისივე თქმით, რჩება სააგენტოს კადრების განკარგულებაში 4 თვის განმავლობაში, როგორც რიგითი თანამშრომელი და ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად სად განაგრძობს მოღვაწეობას.

ამასთან, თანამდებობა დატოვა უყბილავას მოადგილე ელგუჯა აკობიამაც.

ცნობისთვის, თამაზ უბილავას 2016 წელს საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა.

თამაზ უბილავა საგანგებიო სიტუაციების სამსახურში 42 წლის განმავლობაში მუშაობდა, საიდანაც 37 წლის მანძილზე უწყების რეგიონულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ამასთან, “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, უბილავას ადგილზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად სააგენტოს ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა მურღულია დაინიშნა.

 

ფოტოზე – გოჩა მურღულია

კომენტარები

დატოვე კომენტარი