მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის სლიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.
ამ წუთებში, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაოებს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველი კალაპოტს დაუბრუნდეს. ადგილზე ასევე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.