თბილისს, “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის ფარგლებში რობოტი სოფია ეწვია.
“მოგესალმები საქართველო, მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს”, – განაცხადა სოფიამ სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე გამართულ პრენსკონფერენციაზე.
სოფია მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“.
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ნილს სკოტის განცხადებით, სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს.
რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა.