თეთნულდზე დარჩენილი უკრაინელი ალპინისტი გარდაიცვალა

მესტიაში, თეთნულზე გასულ კვირას ჩარჩენილი უკრაინელი ალპინისტი გარდაიცვალა.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუმარტეს, ცხედრის ამოყვანა ცუდი ამინდის გამო ვერ ხერხდება.

“მეორე ტურისტის ამოყვანის დროს, რომელიც გარდაცვლილისგან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იყო, თვითმფრინავიდან დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინელი ალპინისტი გარდაცვლილია. სამწუხაროდ, ვერტმფრენი ვერ გაფრინდა ცუდი ამინდის გამო. სავარაუდოდ, ხვალ უკვე შევძლებთ ცხედრის ამოყვანას”, – განმარტავს უწყების პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი.

ცნობისთვის, ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა. მეორე დღეს მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი