გარდაცვლილი ალპინისტი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს

უკრაინელი ალპინისტი, რომელიც თეთნულდზე გარდაიცვალა ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზისვთის გადაასვენეს. ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უცხოელ ტურისტს ექსპერტიზის შემდეგ, სავარაუდოდ, სამშობლოში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი ალპინისტი ტურისტების ჯგუფს რამდენიმე დღის წინ ჩამორჩა. ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მეტრით იყვნენ დაშორებული. ერთ-ერთი მათგანის ამოყვანა სამი დღის წინ მოხერხდა, თუმცა მეორეს ადგილსამყოფელთან მისვლა რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა. მისი გარდაცვალების შესახებ მაშველებმა ვერტმფრენიდან დაკვირვების შედეგად შეიტყეს. გარდაცვლილის ცხედრის ამოყვანა მხოლოდ ღეს მოხერხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი