გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
მესტია. 09:00- 18:00საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ჟიბიანი, ბოგრეში, ლალხორალი, წვიმრი, ზარდალში.
30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 639 აბონენტს სოფლებში ჭაქვინჯი, ცაიში, ოქტომბერი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.
ფოთი. 11:00-16:00 საათამდე 1068 აბონენტს მამუკა კაცაძის, პაიჭაძის, ჭავჭავაძის, სააკაძის, ბელინსკის და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 147 აბონენტს სოფლებში ჯვარი, ოჭანე, ჯგალი.
აბაშა. 13:00-15:00 საათამდე 1958 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, დ.აღმაშენებლის, რკინიგზის სადგური, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნორიო, განკარი, ძველი აბაშა.
მარტვილი. 10:30-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 155 აბონენტს სოფლებში ინჩხური, გაჭედილი.
ხობი. 06:00-12:00 საათამდე 1697 აბონენტს სოფლებში განთიადი, ხამისკური, თორსა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.