მაია ცქიტიშვილი მოქმედ და ყოფილ გუბერნატორბს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.

„შევაჯამეთ ის ოთხი თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ სხვადასხვა პროექტზე და მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, პრემიერმა კარგად ახსნა დღეს, რომ ახალი გამოწვევები და ინიციატივები, დაანონსებული რეფორმები საჭიროებს ახალ ადამიანებს და მჯერა, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურად წაადგება რეგიონების განვითარებას“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობაზე რჩებიან გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი