ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლა

ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა. რეგიონის პირველ აგრო ფესტივალში მონაწილეობა ფერმერებმა, მეწარმეებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულმა სამმართველოებმა და მუნიციპალურმა საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურებმა მიიღეს.

ფესტივალში, გაეროს განვითარების პროგრამების, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, “USAID” პროექტ “ზრდა”-ს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აგრო ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თაფლის დაწურივის პროცესს, ასევე ცნობილი მეგრული კერძების ელარჯის და გებჟალიას მასტერკლასს დასწრებოდნენ.

აგრო ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ფესტივალის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია და “ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” არიან. ფესტივალის მხარდამჭერი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, UNDP, USAID/ZRDA, AFAD, კარტლისი, ბანკი კრისტალი, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი